saqarTvelos myinvarebi - jimaris uReltexili
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°43`15` ჩ. გ. 44°24`50` ა. გ. |
სიგრძე | 3.2 კმ |
ფართობი | 2.5 კმ² |
ტიპი | კარულ-ხეობური |
კარულ-ხეობური ტიპის მყინვარი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე გენალდონის (გიზელდონის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. სიგრძე 3,2 კმ, ფართობი 2,5 კმ². დამახასიათებელია წინსვლითი გადაადგილება. საზრდოობს მწვერვალ ჯიმარის კალთაზე ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით. მყინვარიდან გამოედინება მდინარე გენალდონი. მისასვლელი გზა ადის სოფელ კარმადონიდან.